მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ოფიციალურად 9 მილიონს გადააჭარბა.
ამასთან, worldometers-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 470 000-ს აჭარბებს. ვირუსისგან დღემდე 4.8 მილიონი ადამიანი განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 3.7 მილიონი პაციენტი, მათგან 54,700 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობით აშშ და ბრაზილია ლიდერობენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 183 000 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 60%-ზე მეტი კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის.