მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით 63 072 475 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 43 545 829 ადამიანი, 1 465 095 პაციენტი კი - გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსის 18 060 811 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.