მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 261 406-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, 12 363 249 ადამიანი კორონავირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა, 717 717 კი - დაიღუპა.
ამ დროისათვის ვირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული, ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში ფიქსირდება.