მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.Worldometers-ის მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ისგან დღემდე 7.5 მილიონი ადამიანია გამოჯანმრთელებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 571 000-ს აჭარბებს.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4.8 მილიონია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12 ივლისს განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის გავრცელების დღიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მატება დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.