მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახე ინფორმაციას "სიენენი" ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსით დაღუპულია 88 000-ზე მეტი ადამიანი.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან სრულიად განიკურნა 330 000-ზე მეტი ადამიანი. დაინფიცირებულ პაცინტთა 96%-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დანარჩენი 4%-ის კი მძიმე.