ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 198 543 -მდე, გამოჯანმრთელებულთა - 82 779-მდე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი 7 988-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვირუსით 107 776 პაციენტია დაინფიცირებული, აქედან 94 პროცენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, პაციენტების 6 პროცენტიკი - მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ჩინეთში ბოლო 24 საათს განმავლობაში კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 3 237-მდე გაიზარდა. ჩვენით შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება. ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რიცხვმა 2 503-ს მიაღწია.