მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 36 574-ს აღწევს. ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ვირუსს ჩინეთის ფარგლებს გარეთ 70 ადამინი ემსხვერლა, აქედან : 26 - ირანში, 17- იტალიაში, 13 სამხრეთ კორეაში, 8 - იაპონიაში, 2-2 - ჰონგ-კონგსა და საფრანგეთში, თითო შემთხვევა კი ფილიპინებსა და ტაივანში დაფიქსირდა. დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ნიგერიასა და ლიეტუვაში.