მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლის მასშტაბით კორონავირუსს 945 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდნეობა კი 21 800 000-ს შეადგენს. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 6.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება.
მე-2 ადგილს ინდოეთი 5.1 მილიონი შემთხვევით იკავებს.
აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი - 4.4 მილიონი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.