მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა - Palitra News

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა

2021-05-01 12:01:51+04:00

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 129 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.5 მილიონია. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა დაინფიცირებულების საერთო რაოდენობით რუსეთს გაუსწრო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო პირველ ხუთეულში.