მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა - Palitra News

მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

2020-05-09 14:58:26+04:00

მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია worldmeters-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის სულ მცირე 4 016 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ვირუსს საერთო ჯამში 276 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1.3 მილიონი კი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცრებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. აშშ-ის შემდეგ კორონავირუსმა ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნები- იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი დააზარალა.