მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაეროს მონაცემებით გასულ წელს საკუთარი საცხოვრებელი სახლი 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა. უფრო ზუსტად ლტოლვილთა რაოდენობამ 70, 8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2,3 მილიონით მეტია.
20 წლის წინ იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა ორჯერ ნაკლები იყო. მაჩვენებელი რეალურად სავარაუდოდ უფრო მეტია, რადგან ვენესუელაში არსებული ვითარება ასახული არ არის. ლტოლვილების ორი მესამედი 5 სახელმწიფოზე სირიაზე, ავღანეთზე, სამხრეთ სუდანზე, მიანმასა და სომალიზე მოდის.