2012-2016 წლებში მსოფლიო შეიარაღების ბაზარი, წინა 5-წლიან პერიოდთან შედარებით, 8,4%-ით გაიზარდა. სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიარაღების გაყიდვებმა მსოფლიოში ყველაზე დიდ მასშტაბებს მიაღწია. იარაღის მსხვილი ექსპორტიორების პირველ ხუთეულში არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია.საერთო ჯამში, ამ ხუთ ქვეყანაზე იარაღის გაყიდვის ბაზრის 74% მოდის, ხოლო მყიდველების უმეტესობა აზიისა და ოკეანიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არიან.