ბოლო 30 წელია დედამიწაზე ყოველწლიურად მწერების 2,5 პროცენტი გაქრა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში გავრცელებული მწერების 40 პროცენტი შესაძლოა რამდენიმე ათწლეულში გადაშენდეს. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რომელსაც მწერები მცენარეების დამტვერვაში თამაშობენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწერები დედამიწაზე მცხოვრები ხმელეთის ცხოველების ორ მესამედს შეადგენენ.მწერების გადაშენების მიზეზეი ბოლო 60 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარებაა. სოფლის მეურნეობას კი თავისმხრივ მივყავართ გარემოს დაბინძურებამდე, მწერების ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს განადგურებასა და სასუქებისა და პესტიციდების გახშირებულ გამოყენებამდე. მწერების გაქრობაში უდიდესი წვლილი საკვების წარმოებას მიუძღვის, რის გამოც მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა ამჟამინდელი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკების გადახედვა და ახალი, მდგრადი განვითარების სტრატეგიების შექმნა.
მწერების გადაშენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კლიმატური ცვლილებებიც სახელდებოდა. მეტაანალიზში ნახსენებია, თუ როგორ შეამცირა ნემსიყლაპიების, მეგაზაფხულეებისა და დიდი ფუტკრების გავრცელების არეალი ტემპერატურების გლობალურმა მატებამ.მეცნიერები აცხადებენ, რომ 1980 წლის შემდეგ, დღის ჩრჩილების 733 სახეობიდან 85-მა პროცენტმა მნიშვნელოვანი რაოდენობრივი კლება განიცადა. "მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ამჟამად დედამიწაზე დიდი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პლანეტაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.