11:09
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ქველმოქმედი წყვილი - რამდენს შეადგენს ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის ქონება?
29-12-2015
"მაიქროსოფთის" დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა გეიტსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ წყვილად დასახელდა. წყვილის ქონება 87,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამ წოდებისა, ბილ და მელინდა გეიტსები მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი წყვილის სახელითაც არიან ცნობილნი. ბილ და მელინდა გეიტსებმა ქორწინებიდან 21 წლის იუბილე ცოტა ხნის წინ იზეიმეს.

რეიტინგში მეორე ადგილი ერგო ესპანური "ინდიტექსის" დამაარსებელს, ამანსიო ორტეგასა და მის მეუღლე ფლორა პერესს, რომელთა საერთო ქონება 70,7 მილიარდი დოლარია. მესამე პოზიციაზე აღმოჩნდნენ უორენ ბაფეტი და მისი მეორე ნახევარი ასტრინ მენქსი, 65 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით. პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე, მწერალი მაკენზი ბეზოსი და "ფეისბუქის" დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად. ემორის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, იმ წყვილების დაშორების ალბათობა, რომელთა ქონება 125 ათას დოლარზე მეტია, 51%-ით ნაკლებია.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები