დედამიწაზე მცხოვრებმა 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების 2,1% ერთ დღეში დაკარგა. ამის მიზეზი კი ამერიკული საფონდო ბირჟების წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა გახდა. Bloomberg Billionaires Index-ში შემავალი მილიარდერებიდან 21-მა სულ ცოტა 1 მილიარდის ქონება დაკარგა. ამის მიზეზი ამერიკა-ჩინეთს შორის გართულებული სავაჭრო ურთიერთობებია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარით შემცირდა, თუმცა, 110-მილიარდიანი ქონებით ის კვლავ რჩება ნომერ პირველ უმდიდრეს ადამიანად პლანეტაზე.
დანაკარგი განიცადეს აზიელმა მილიარდერებმაც, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე მონაწილე აზიური კომპანიების ყველაზე მდიდარმა 10-მა მილიარდერმა 1 დღეში 19 მილიარდი დოლარი დაკარგა.