მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ დღეში 139 მილიარდი დოლარით შემცირდა, ამის მიზეზი ამერიკისა და სხვა ქვეყნებში საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტი დანაკარგი LVMH (ლუის ვიტონის) ხელმძღვნელმა ბერნარ არნომ და კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადეს.
თითოეულმა მათგანმა 4 მილიარდ 800 მილიონის კაპიტალი დაკარგეს. მიუხედავად ამისა, ბეზოსი ამ დრომდე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულის მფლობელად რჩება, ხოლო არნო მესამე ადგილზეა. ცნობისათვის, ამერიკის საფონდო ბირჟებმა სამუშაო კვირა კორონა ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების ფონზე კლებით გახსნეს.