ჰონგ-კონგში საახალწლო ფოიერვერკების შოუ, რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავდა, წელს აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო.ჰონგ-კონგის ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, ფოიერვერკების „შუქების სიმფონიით“ ჩანაცვლდება, რომელიც ცათამბჯენების ფასადებზე გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის ფოიერვერკების შოუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი საახალწლო ღირშესანიშნაობაა, რომლის სანახავადაც ქალაქში ათასობით ტურისტი ჩადიოდა.