რთული წელიწადის შემდეგ, 178 წლის ბრიტანულმა ტურ-ოპერატორმა Thomas Cook-მა კვირას ღამით კოლაფსი განიცადა, შედეგად, ათასობით მოგზაური მომსახურების გარეშე დარჩა. კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ სავალდებულო ლიკვიდაციის გარდა, არჩევანი არ ჰქონდათ.ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, უცხოეთში ტურისტული სააგენტოს 150 ათასი კლიენტია, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ხელისუფლება აპირებს, რომ ეს ადამიანები სამშობლოში ორი კვირის განმავლობაში დააბრუნოს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის კოლაფსმა აზიაში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. როგორც CNN წერს, ჩინური ფირმის Fosun Tourism-ის ვაჭრობა ჰონგ-კონგში 5%-ით დაეცა. Thomas Cook-ი კვირის განმავლობაში ცდილობდა, კოლაფსი თავიდან აერიდებინა მას შემდეგ, რაც შოტლანდიის სამეფო ბანკმა და დანარჩენმა ბანკებმა მისგან 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის ანუ 250 მილიონი დოლარის დაბრუნება მოითხოვეს.კომპანიისთვის რთული წელი 2018-ის მაისიდან დაიწყო. ბრექსითის ფონზე და ტურიზმის სექტორში არსებული ინტენსიური კონკურენციის გამო, Thomas Cookის აქციების ფასი 96%-ზე მეტად დაეცა.