მსოფლიოს უძველესი ტურისტული კომპანიის Thomas Cook-ის ჯგუფმა დაადასტურა, რომ საკუთარი ტურისტული ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებას ჩინურ Fosun International-თან აწარმოებს. ჯგუფმა შესაბამისი განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ Fosun-ი - 18%-იანი წილით ბრიტანული კომპანიის უმსხვილესი აქციონერია.
ცნობისთვის, Thomas Cook-ის ჯგუფი 1841 წელს დაარსდა. მისი პორტფელი ტურიზმს, ავიაციასა და სასტუმროს ბიზნესს მოიცავს. კომპანიის მონაცემებით, მათ დაქვემდებარებაშია დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და ესპანეთში ბაზირებული 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 186 სასტუმრო.