მსოფლიოს უმსხვილესი 12 საინვესტიციო ბანკის შემოსავლები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 20%-ით გაიზარდა და 44 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 36 მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო. ამის შესახებ Coalition-ის ანგარიშში წერია.
ანგარიშის თანახმად, აქციებიდან მიღებული შემოსავლები 12%-ით - 11 მილიარდ 100 მილიონ დოლარამდე, ხოლო საინვესტიციო ბანკიდან მიღებული შემოსავლები 16%-ით, 11 მილიარდ 700 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ფიქსირებულმა შემოსავლებმა 25%-ით მოიმატა და 21 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებლია.
მიმდინარე წლის 9 თვეში ინვესტბანკების ჯამური შემოსავლები 28%-ით, 147 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში 114 მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ჯამურად 2020 წლისთვის, უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების შემოსავლები 25%-ით გაიზრდება და 188 მილიარდ 200 მილიონ დოლარი იქნება.