კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე მეცნიერე-ბი ბევრს საუბრობენ. ძლიერი ქარი, კატასტროფული შედეგების მომტანი წყალდიდობები და გვალვები სულ უფრო საშიშ სახეს იღებს. კლიმატური ცვლილებების სამთავრობოთაშორისო პანელმა ივარაუდა, რომ 2040 წლისთვის ტემპერატურის მატებას მძიმე შედეგები მოყვება, სა-უკუნის დასასრულს კი პლანეტის რამდენიმე ნაწილში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.მეცნიერებმა დაასახელეს 10 ქალაქი, სადაც 2100 წლისთვის ადამიანები ცხოვრებას, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ.2100 წლისთვის მაიამიში 3.3 მლნ ადამიანზე მეტს ძლიერი წყალდიდო-ბები ემუქრება, ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც 2016 წელს ჟურნალში Nature Climate Change გამოქვეყნდა. მეთიუ ჰოიერი აშშ-ს კონტინენტურ ნაწილზე ზღვის დონის მატების საფრთხეებზე საუბრობს. საფრთხესთან გამკლავებას კი, ჰოიერის აზრით, მაიამი ვერ შეძლებს.წყლით დაფარვის საფრთხე აქვს ნიუ ორლეანსაც. კვლევის მიხედვით, დატბორვა 100 ათასზე მეტ ადამიანს ემუქრება.ჩიკაგოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფატალური შედეგების მომტანი აღმოჩნდება. ქალაქი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილად არის მიჩნე-ული, 1995 წელს სიცხის გამო 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მიჩი-განის უნივერსიტეტის მეცნიერი, რიჩარდ რუდი ამბობს, რომ ქალაქში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს შესაძლოა, ნებისმიერ დროს მი-აღწიოს.2070 წლის შემდეგ დუბაიში, ზაფხულში ტემპერატურა 45 გრადუსი იქ-ნება.მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ძლიერი სიცხე სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.ამავე კვლევის მიხედვით, ყოველდღიური ტემპერატურა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიშიც გაუსაძლისი იქნება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც რეგიონში დაფიქსირებულა, 52 გრადუსია. მასა-ჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით კი 2070 წლის შემდეგ აბუ-დაბიში სიცხე კიდევ უფრო მოიმატებს.ჩინეთში-2070-2100 წლებში ტემპერატურა სიცოცხლისთვის საშიში იქნე-ბა. კვლევის მიხედვით, შანხაიში, დაახლოებით, 25 მლნ ადამიანი ცხოვ-რობს და მაღალ ტემპერატურას ფატალური შედეგები მოჰყვება.პეკინში ძლიერი სმოგის გამო ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ჩინეთის დედაქალაქში სმოგი იმდენად ძლიერია, რომ მოსახლეობა ქუჩებ-ში ნიღბებით გადაადგილდება.დაკაში, ბანგლადეშის დედაქალაქში ზღვის დონე კატასტროფულად გა-იზრდება. კლიმატური ცვლილებების გამო ბანგლადეშს დიდი ზიანი ად-გება. აქ ტემპერატურის მატებას და წყალდიდობებს გამანადგურებელი შე-დეგები უკვე მოაქვს. 2017 წლის ზაფხულში წყალდიდობამ ქვეყანაში 8 მლნ-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, გარდაიცვალა დაახლოებით 140 ადა-მიანი.კლიმატური ცვლილებების გამო დაზარალებული სოფლების მოსახლეობა საცხოვრებლად დაკაში გადადის.დატბორვის მასშტაბები სულ უფრო გაიზრდება ლაგოსშიც, ნიგერიაში. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში მოსახლეობა მუდმივად მატულობს, მომ-დევნო 10 წლის განმავლობაში კი, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყალდი-დობა 260,000-მდე ადამიანს იმსხვერპლებს.