მსოფლიოს უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC (ზი პი ემ სი) "ანაკლიის კონსორციუმის" პარტნიორი ხდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის უკვე გაფორმდა. ჩინური კომპანია, ანაკლიის პორტს ERTG (ი-არ-ტი-ჯი) ტიპის ამწეებით მოამარაგებს, რომლებიც პორტის ტერიტორიაზე კონტეინერების გადასაადგილებლად და დასასაწყობებლად გამოიყენება.
"ანაკლიის კონსორციუმი" ემ ეტაპზე კომპანიისგან 12 ერთეულ ამწეს შეისყიდის. ცნობისთვის, კონსორციუმმა, ZPMC გამარჯვებულ კომპანიად, საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული კომპანიის მფლობელობაშია 60 ათასიდან 100 ათასი ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლების მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან.