11:54
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
მსოფლიოს შეუძლია 2050 წლისთვის მალარია მთლიანად დაამარცხოს
17-09-2019

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი მოხსენების თანახმად, მსოფლიოს შეუძლია 2050 წლისთვის მალარია მთლიანად დაამარცხოს. მოხსენების თანახმად, მალარიის სრული ამოძირკვა აუხდენელი ოცნება აღარ არის, მაგრამ ამ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ინფექციის გადამტანების გასანადგურებლად ყოველწლიურად დამატებით 2 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, მალარიის ლიკვიდაციისთვის საჭიროა არსებული მეთოდების უფრო ეფექტურად გამოყენება და ახალი საშუალებების შემუშავებაც. მოხსენების ავტორები განსაკუთრებულ იმედს ამყარებენ მალარიის გამავრცელებელი კოღოების დნმ-ის შეცვლის ახალ საშუალებებზე.

მალარია სიკვდილიანობის, განსაკუთრებით ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ უძველეს და უსერიოზულეს მიზეზად რჩება. ყოველწლიურად მალარიით 200 მილიონი ადამიანი ავადდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები