10:47
24 ოქტომბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
მსოფლიოს ყველაზე პატარა წიგნი
07-02-2017

იაპონური კომპანია "ტოპანი" დღემდე იმით იყო ცნობილი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნებს უშვებდა, რომლის წაღება მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო. ახლახან კი კომპანიამ "უკუღმა" რეკორდი დაამყარა და მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი გამოუშვა - "ოთხი სეზონის ყვავილები" იაპონურ ენაზე. კვადრატული წიგნის სიმაღლე და სიგანე 0,75 მმ-ია. მასში 22 გვერდია და იაპონიის ყველა ყვავილია წარმოდგენილი, მხოლოდ მონოქრომულად. მინიწიგნის დამზადებას 8 თვე დასჭირდა.  მის წაკითხვას კი სპეციალური გამადიდებელი შუშა სჭირდება და ამჟამად ის ტოკიოს "ბეჭდვის მუზეუმშია" გამოფენილი. დიდი ინტერესის გამო კომპანია სასაჩუქრო ეგზემპლარების გამოშვებას გეგმავს, რომელიც 300 დოლარი ეღირება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები