ფრანგული კოსმეტიკური იმპერიის "ლორეალის" მფლობელი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი ლილიან ბეტანკური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, ბეტანკურის ქონება 40 მილიარდი დოლარი იყო. ლილიან ბეტანკურმა „ლორეალის“ საბჭო 2012 წელს დატოვა და მას შემდეგ იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მოგვიანებით ექიმებმა მას ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს.