ინგლისელი მეცნიერების მოსაზრებით, უახლოესი 40 წლის განმავლობაში, დედამიწაზე უსინათლო ადამიანების რიცხვი გასამმაგდება. 2050 წლისთვის ის 36 მილიონიდან 115 მილიონამდე გაიზრდება. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ფინანსური დონაციითა და მკურნალობით. სამწუხარო პროგნოზები სტატისტიკაზე დაყრდნობით კეთდება - მსოფლიოს მოსახლოება სწრაფად ბერდება. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სიბრმავის მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ აზიასა და ტროპიკულ აფრიკაში აღინიშნება. თავისი დასკვნები ექსპერტებმა 188 ქვეყნის მონაცემის საფუძველზე გააკეთეს, სადაც 200 მილიონ ადამიანზე მეტს, მხედველობის ზომიერი და მნიშვნელოვანი დარღვევები აღენიშნება. 2050 წლისთვის, მხედველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი 550 მილიონს გადააჭარბებს.