ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდსიტუაციაზე ყოველკვირეულ ბიულეტენს აქვეყნებს. 11-17 ოქტომბრის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან ახალი შემთხვევები 4%-ით შემცირდა , ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2%-ით დაიკლო. გამონაკლისია ევროპის რეგიონი , სადაც უკვე მესამე კვირაა , რაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 18%-ით, 24%-ით იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. ევროპაში კოვიდ-19-ით სიკვდილიანობა 4%-ით გაიზარდა. მსოფლიოში 240 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა და 4.9 მილიონზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი ფიქსირდება.