არიზონელი ჯესიკა კოქსი, იშვიათი დეფექტის გამო, ხელების გარეშე დაიბადა. 32 წლის ჯესიკამ გადალახა სტიგმა და ფიზიკური შეზღუდვები. ის შავი ქამრის მფლობელია საბრძოლო ხელოვნებაში, უყვარს სერფინგი, ფეხებით მართავს თვითმფრინავს და ავტომანქანას. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ის ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, ვისაც პილოტის ლიცენზია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხელები არ აქვს.