16:58
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, დიდი სლემის ავსტრალიის ღია პირველობა გრძელდება
27-01-2020

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, დიდი სლემის ავსტრალიის ღია პირველობა გრძელდება. მერვედფინალური ეტაპი დაძლია ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც მერვედფინალში მარტონ ფუჩოვიჩს მოუგო. შვეიცარელმა მეტოქეს 4-6 6-1 6-2 6-2 მოუგო და მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-100 ჩოგანს ტენის სანდგრენს დაუპირისპირდება.

მარტივი გამარჯვება მოიპოვა დომინიკ თიმმა, რომელმაც ფრანგი გაელ მონფილსი მარტივად, 6-2 6-4 6-4 დაამარცხა და მეოთხედფინალში ნადალსა და კირგიოსს შორის გამარჯვებულს დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ თიმი მონფილსს აქამდე 9 ჯერ შეხვდა და 8 გამარჯვება მოიპოვა.

ქალთა თანრიგში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება შედგა. გარბინიე მუგურუსამ ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი 2 სეტში ერთნაირი ანგარიშით 6-3 6-3 დაამარცხა და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა. ბერტენსი და მუგურუსა სულ ერთმანეთს 6 ჯერ შეხვდნენ, სადაც ანგარიში თანაბარი 3-3-ია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები