გამოცემა Business Insider-ი აქვეყნებს Wealth-X's-ის კვლევას იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს.აღსანიშნავია, რომ კვლევის წარმოებისას „მდიდრად“ მიჩნეულია ადამიანი, რომლის ქონებაც 30 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. რეიტინგის მიხედვით, იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მდიდართა რაოდენობა 81 ათას 340-ს; მათი საერთო ქონება კი - 9 ტრილიონ 840 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას მოსდევს ჩინეთი - 24 ათას 965 მდიდარი ადამიანით, რომელთა საერთო ქონება - 3 ტრილიონ 760 მილიარდი დოლარია; მე-3 ადგილზე კი იაპონიაა, სადაც 17 ათას 855 მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება კი ტრილიონ 670 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხუთეულში ბოლო პოზიციებს ინაწილებენ გერმანია და კანადა, სადაც შესაბამისად, 15 ათას 685 და 10 ათას 395 მდიდარი ადამიანი ცხოვრობს.