მსოფლიოს 100 უმსხვილესი საჯარო კომპანიის კაპიტალიზაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 21 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
კაპიტალიზაციის დონის მიხედვით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეულში კვლავ დომინირებენ ტექნოლოგიიური კომპანიები - Microsoft, Apple, Amazon, Alphabet, Facebook, Alibaba და Tencent.
აღსანიშნავია რომ ახალი რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს 100 უმსხვილესი კომპანიის ნახევარზე მეტი ამერიკულია. ამერიკული კომპენიების ზრდის მაჩვენებელი ჯამურად 9%-ს, მათი წილი კაპიტალიზაციის მთლიან წილში კი 63%-ს შეადგენს.
ქვეყნებს შორის კვლავინდებურად მეორეა ჩინეთი, მესამე კი ევროკავშირი, რომლის ნეგატიურ ტრენდზე გავლენა ბრექსიტმა და სხვა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა იქონია.