საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელიწადში ორჯერ მდიდარი ქვეყნების სიას აქვეყნებს. რეიტინგი დაფუძნებულია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით. 2018 წლის მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ათეულში ლიდერობს ყატარი, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი 128 ათას 702 დოლარია; მას მოსდევს მაკაო - 122 ათას 489 დოლარის მშპ-თით; მე-3 ადგილზეა ლუქსემბურგი - 110 ათას 870 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სინგაპური და ირლანდია ინაწილებენ. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით, 2018 წლის ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ასევე: ბრუნეი, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და ჰონკონგი.