გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანტონიო გუტიერესის თანახმად, წელს მსოფლიოში შიმშილის რეალური რისკია. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.
გუტიერესი მინისტრებს მოუწოდებს, გამართონ შეხვედრა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები, რათა ბაზარი დასტაბილურდეს და შემცირდეს სამომხმარებლო ფასების მერყეობის მაღალი დონე.
საკვების ინტეგრირებული უსაფრთხოების ფაზის კლასიფიკაციის ინდექსით (IPC), რომელსაც გარეოს სააგენტოები იყენებენ სასურსათო უსაფრთხოების გასაზომად, 34 ქვეყანაში მილიონობით ადამიანია შიმშილობის ზღვარზე.
გაეროს ხელმძღვანელის თანახმად, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია მანამ, სანამ უკრაინა და რუსეთი, რომლებზეც ხორბლის გლობალური ექსპორტის 29% მოდის, ვაჭრობის გასაგრძელებლად გზას არ მონახავენ.
უკრაინის პორტები რუსეთის მიერ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ დაბლოკილია. მოსკოვში გარკვეული სანქციების მოხსნას ითხოვენ და ამის შემდეგ განაახლებენ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს. გაერო და თურქეთი რუსეთთან შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.