მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისში შეხვედრა გაიმართა - Palitra News

მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისში შეხვედრა გაიმართა

2019-03-22 13:23:08+04:00

მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ხრამი-დებედას მდინარის აუზის მართვის გეგმის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა და ექსპერტებმა იმ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში შემჩნეოდა. ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ. ამასთან, ღონსიძიების ფარგლებში ბოლნისის სკოლის მოსწავლეებს ევროკავშირის ექსპერტმა პრაქტიკული ინტერაქტიული სემინარი ჩაუტარა მდინარეში ჩაყრილი ნარჩენებისა და ეკოსისტემებზე მათი გავლენის შესახებ.