10:17
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს
15-05-2020

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რობერტ აზევედომ შესაძლოა, თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ მან ორგანიზაციის სახელმწიფოების მთავრობებს განუცხადა.

აზევედოს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლის სექტემბრიდან უკავია. მისი მეორე, ოთხწლიანი ვადა 2017 წლის სექტემბერს დაიწყო და შესაბამისად, 2021 წლის სექტემბერში იწურება.

აზევედოს უფლებამოსილების დასრულებამდე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეასძლოა, მისი 4 მოადგილიდან ერთ-ერთი გახდეს. აზევედოს მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ვაჭრობისთვის ყველაზე ნეგატიურ დროს გავრცელდა. მარტში აზევედომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა და სამუშაო დანაკარგები უფრო უარესი იქნება, ვიდრე 2008 წლის რეცესიის დროს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები