მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო ახადებს, რომ ის თანამდებობას ვადამდე ერთი წლით ადრე, 2020 წლის აგვისტოში დატოვებს. აზევედო, რომელიც ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ თანამდებობას „პირადი გადაწყვეტილების“ შედეგად ტოვებს.
"შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სრულყოფილი ორგანიზაციაა არაა, თუმცა მისი არსებობა აუცილებელია. ის გვაშორებს სამყაროდან, სადაც ჯუნგლების კანონია გაბატონებული, როგორც მინიმუმ, ვაჭრობასთან დაკავშირებით,"- აღნიშნა აზევედომ.
„ბიბისი“ წერს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადადგომა ემთხვევა პერიოდს, როდესაც კორონავირუსის გამო გლობალური ვაჭრობა საგრძნობლად შემცირებულია და მსოფლიო ეკონომიკას „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი ემუქრება.