გაერთიანებულ სამეფოს ურჩევნია, ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს ახლავე აჩუქოს, ვიდრე დაელოდოს იმ დროს, როდესაც ჭარბი რაოდენობა დაუგროვდება, - ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მდიდარი ქვეყნების ინტერესებში შედის ის, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა ჭარბი მარაგის უმეტესობას ღარიბ ქვეყნებს გადასცემს. ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ეს ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა სჯობს, თუ ამას ქვეყანა ახლავე გააკეთებს.