"ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა განუცხადა.მისივე თქმით, განსაკუთრებული სიხარულია მათთვის, რადგან იმყოფებიან საქართველოში და საშუალება ჰქონდათ კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ესაუბრათ გარკვეულ საკითხებზე.