"უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად. სხვადასხვა ეკლესიებს აქვთ ამ მოვლენებზე თავისი შეფასება: ზოგს ძალიან მკვეთრი, ზოგი უფრო თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასეთი ვიზიტი. ხდება ყველა ეკლესიის აზრის შეჯერება"- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პატრიარქი რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს ამ წუთებში ხვდება. დელეგაციის წარმომადგენლები საპატრიარქოში შევიდნენ.