World Wealth Report-ის (ვორლდ ველფ რეპორტ) კვლევის თანახმად, მსოფლიოს მილიონერების საერთო ქონება 2017 წლის განმავლობაში 10,6%-ით გაიზარდა და 70 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ორგანიზაცია მსოფლიოს 71 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთა წილი მსოფლიო შემოსავლებში 98%-ს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, გასული წელს შეძლებული ადამიანების რიცხვი მილიონ 600 ათასით გაიზარდა და მათი სამი მეოთხედი ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია - წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის.
ამასთან, აზიელი მდიდრების ქონება 21 ტრილიონ 590 მილიარდ დოლარად, ჩრდილო ამერიკელების - 19 ტრილიონ 790 მილიარდად, ევროპელების კი 15ტრილიონ 850 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.