უცნაურია, მაგრამ მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ფილმის - ჯონათან დემის დეტექტიური ტრილერის „კრავთა დუმილის“ პრემიერა 1991 წლის 14 თებერვალს - ვალენტინობის ანუ შეყვარებულთა დღეს შედგა. მართალია, კინოსტუდია Orion Pictures 1990 წლის შემოდგომაზე გეგმავდა ფილმის გაქირავებაში ჩაშვებას, მაგრამ შეგნებულად გადადო პრემიერა თებერვლისთვის, რათა კონკურენციის შემცირებით მაქსიმალურად უზრუნველყო სავარაუდო ჰიტის - "მგლებთან ცეკვის" წარმატება.
სტრატეგიამ გაამართლა, კევინ კოსტნერის ვესტერნმა შვიდი "ოსკარი" მოიპოვა, „კრავთა დუმილმა“ კი, ერთი წლის შემდეგ პრაქტიკულად გაიმეორა წინამორბედის წარმატება - 273 მილიონი დოლარი მოაგროვა გაქირავებაში და "ოსკარის" ხუთ პრემიასთან ერთად "ვერცხლის დათვიც" დაიმსახურა ბერლინის კინოფესტივალზე.