მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი "დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის". ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ამის შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ესწრებოდა.
"შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა. მისივე თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა.
"ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა. ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება", -დასძინა გებრეისუსმა.