მსოფლიო ბესტსელერის, "მფრინავი პინგვინის" ავტორი, საერთაშორისო პრემიების მრავალგზის მფლობელი, პროფესორი ასოკა ჯინადასა და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს გენერალური მენეჯერი, ფელიციო ფერაზი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ასოკა ჯინადასამ და ფელიციო ფერაზმა „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე „ლიდერობა და კრიზისული სიტუაციის მართვა“. ისინი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ლიდერობის პრინციპებზე ესაუბრნენ. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ წარმატების მისაღწევად, აკადემიური უნარებისა და პროფესიის ცოდნის გარდა პიროვნული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია.