პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის შედეგები, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, მსოფლიო ბანკის 2018-2021 წლების ჯგუფის სტრატეგია და პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. სირილ მიულერმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების მართვაზე ყურადღების გამახვილება ურჩია.