მსოფლიო ბანკმა 12 მილიარდი დოლარი გამოყო მსოფლიოს 112 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და სამკურნალო მედიკამენტების შესაძენად. ორგანიზაცია აპირებს ამ მიზნით კიდევ დამატებით 4 მილიარდი დოლარი გამოყოს. ამის შესახებ განცხადება ბანკის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის ქვეყნების მეთაურებთან და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
გამოყოფილი სახსრები არის იმ 160 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტიდან, რომელიც მიმართულია პანდემიით გამოწვეული შედეგებთან ბრძოლისთვის 2021 წლის 30 ივნისამდე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,4%-ით შემცირდება, თუმცა, მომავალი წლისთვის 5,2%-ით გაიზრდება.