მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ განვითარებადი ქვეყნებისთვის 12 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ახალი დაფინანსება დაამტკიცა, - ამ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მათი განცხადებით, აღნიშნული თანხით ქვეყნები საკუთარი მოქალაქეებისთვის კოვიდ 19-ის ვაქცინების შეძენას, განაწილებას, ტესტირებას და მკურნალობას დააფინანსებენ.
დაფინანსების გეგმა, 160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი რესურსის ნაწილია, რომლის გამოყოფასაც მსოფლიო ბანკი, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით, განვითარებადი ქვეყნებისთვის 2021 წლის ივნისის ჩათვლით გეგმავს.