"მსოფლიო ბანკის" პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე 1 თებერვლიდან დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მის ფუნქციას დროებით ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა შეასრულებს.
კიმი "მსოფლიო ბანკის" პრეზიდენტის თანამდებობაზე 2012 წლის 1 ივლისს აირჩიეს ხუთი წლის ვადით, თუმცა დირექტორთა საბჭომ ის 2016 წელს ხელახლა აირჩია ამავე პოსტზე. მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წელს იწურებოდა. მან საერთო ჯამში ორგანიზაციის პრეზიდენტად 6 წელზე მეტხანს იმუშავა.