ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „მსოფლიო ბანკის“ ახალი დირექტორის პოსტზე, შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საერთაშორისო საკითხებში, დევიდ მელპასას წარდგენის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა The Daily Caller საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ამ დროისთვის ამ თემაზე არანაირი განცხადება არ აქვთ. მელპასა ამჟამინდელ პოსტს 2017 წლის სექტემბრიდან იკავებს. ის ცნობილია კონსერვატიული ხედვებით. როგორც ცნობილია, „მსოფლიო ბანკის“ პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ გახდება ვაკანტური, რაც მას 1 თებერვალს ჯიმ იონ კიმი დატოვებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პსოტს საკუთარი ნებით ტოვებს და კერძო ბიზნესში აპირებს გადასვლას.