მსოფლიო ბანკი გამაფრთხილებელ მესიჯს იძლევა, რომ უკრაინის ომი 1970-იანი წლების შემდეგ „ყველაზე დიდ სასაქონლო შოკს" გამოიწვევს. BBC ახალ პროგნოზს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ომით გამოწვეული შეფერხება ხელს შეუწყობს საქონლის უზარმაზარ ფასებს, დაწყებული ბუნებრივი გაზით და დამთავრებული ხორბლით ან ბამბით.
მოხსენების თანაავტორმა და მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა BBC-ის განუცხადა, რომ ფასების ზრდას „მეტად დიდი ეკონომიკური და ჰუმანიტარული ეფექტი ექნება, ხოლო ოჯახები მთელ მსოფლიოში უკვე განიცდიან ცხოვრების ღირებულების კრიზისს.“
მისი თქმით, განსაკუთრებით საფიქრალია ყველაზე ღარიბი ოჯახების ბედი, რადგან ისინი შემოსავლის ყველაზე დიდ წილს საკვებსა და ენერგიაზე ხარჯავენ, ამიტომ ფასების ზრდის მიმართ განსაკუთრებით დაუცველი არიან.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ენერგიაზე ფასები 50%-ზე მეტად გაიზრდება, რაც ოჯახებისა და ბიზნესის გადასახადებს გაზრდის. ყველაზე მეტად ევროპაში ბუნებრივი გაზი გაძვირდება, რომლის ღირებულებაც გაორმაგდება. მსოფლიო ბანკი 2024 წლამდე მაღალ ფასებს ნავთობზეც ანალოგიურად მოელის. მსოფლიო ბანკი სასაქონლო პერსპექტივაზეც გამაფრთხილებელ მესიჯს იძლევა, რომ ბევრ საკვებ პროდუქტზე ფასი მკვეთრად გაიზრდება. გაძვირდება სხვა ნედლეულიც, მათ შორის სასუქი, ლითონი და მინერალები. თუმცა ხე-ტყის, ჩაის და ბრინჯის ხარჯები ნაწილია იმ მცირერიცხოვან საქონელს შორის, რაც მოსალოდნელია, რომ შემცირდეს.