მსოფლიო ბანკი - უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება - Palitra News

მსოფლიო ბანკი - უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება

2022-04-12 08:26:13+04:00

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება.

ამასთან, ბანკის პროგნოზით, ომის შედეგები მთელი რეგიონის ეკონომიკაზე აისახება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა წელს, კონფლიქტის გამო, 4.1%-ით შემცირდება, რაც ორჯერ უფრო ცუდი სცენარია, ვიდრე 2020 წელს პანდემიით გამოწვეული რეცესია.

ამასთან, ბანკის პროგნოზით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მისი ეკონომიკა წელს 11.3%-ით შემცირდება.